пятница, 30 июня 2017 г.

30.06.17 დღეს მეცადინეობაზე განვიხილეთ შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები. სწორად შერჩეული მეთოდი და ინსტრუმენტი დამეხმარება მოსწავლეები ეფექტურად ჩავრთო პროექტის მსვლელობაში.ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია,რადგან შეფასება ყოველთვის თან უნდა ახლდეს სწავლას.შეფასების ფორმები უნდა იყოს მრავალფეროვანი.აუცილებელია მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული შეფასების პროცესში.შეფასების მეთოდები დამეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში. ვიმსჯელეთ შეფასების სტრატეგიებზე.მრავალფეროვანი სტრატეგია ხელს შემიწყობს მოვერგო სხვადასხვა სახის ნამუშევარს.შევადგინეთ გეგმა, რომელიც დამეხმარება სწორი თანმიმდევრობით გამოვიყენო შეფასების ინსტრუმენტები.

Комментариев нет:

Отправить комментарий