ტრენინგის მე-3 დღე ჩემთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა.განვიხილეთ პროექტის მიზანი.ყურადრება გავამახვილეთ იმაზე, რომ მიზნის გაწერისას მთავარია აქცენტი გავაკეთოთ მაღალ სააზროვნო უნარებზე. გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია. ანალიზი, შეფასება, სინთეზი. გავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტებისათვის.მიზნები უნდა გამომდინარეობდეს სტანდარტებიდან.განვიხილეთ ასევე მიმართულების მიმცემი კითხვები.ეს კითხვები შეიძლება იყოს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.ზოგადი კითხვის დასმისას უნდა გავითვალისწინოთ,რომ ისმება მხოლოდ 1 კითხვა. რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ წინარე ცოდნა.ასევე გვჭირდება ის პროექტის სწორი მიმართულებით წარმართვისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий