понедельник, 17 июля 2017 г.

    დღეს ვამთავრებთ ტრენინგს-,,პროექტებით სწავლება". ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.შევისწავლეთ პროექტის წერა,რაც ყოველთვის მაინტერესებდა.პროექტების შესახებ ბევრი რამ გავიგეთ.ტრენერი ჩვენს შეკითხვებზე ყოველთვის ამომწურავ პასუხებს გვაძლებდა.მიგვითითებდა რისთვის უნდა მიგვექცია განსაკუთრებული ყურადღება.გავიგეთ რომ პროექტში ყველაფერი დროშია გაწერილი.ყველა მოსწავლე ჩართული უნდა იყოს მუშაობაში.ყველას უნდა შევურჩიოთ მათთვის შესაფერისი  დავალება.მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებანი. მოსწავლეთა ნამუშევრები უნდა იყოს მრავალფეროვანი.
მან უნდა განიცადოს თვითრეგულირება.
     ვფიქრობ ჩემს მუშაობაში გამოვიყენო პროექტებით სწავლება, ვეცდები შევქმნათ ისეთი პროექტები, რომ მოსწავლე გახდეს თვითრეგულირებადი.
   მადლობა ჩვენს ტრენერს!

Комментариев нет:

Отправить комментарий